Sunday, June 19, 2011

გაკვეთილის გეგმა

6
1.  გაკვეთილის  თემა---ცხიმები  და  მათი  თვისებები.  ცხიმების  მნიშვნელობა  უჯრედისათვის.
2.    სწავლების  საფეხური  და  კლასი--მეორე  საფეხური  მერვე  კლასი.
3.  გაკვეთილის  მიზანი--მოსწავლე  ექსპერიმენტებით  გაეცნოს  ცხიმის  ფიზიკურ  თვისებებს  და მის  მნიშვნელობას-უჯრედისათვის
.
4.აქტივობები-საშინაო დავალების შედეგების გაცნობა, ახალი მასალის გაცნობა ექსპერიმენტებით, საშინაო დავალების  პირობების გაცნობა.
5.რესურსები-სახელმძღვანელო, ცარცი, დაფა, ექსპერეიმენტისათვის-წყალი, სინჯარა, ზეთი, თაბახის  ფურცელი,
თხილისა და კაკლის ლებანი, სარკე.
6.საგაკვეთილო დრო-45წთ.
7.კლასის  ორგანისება--ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილებში.
1აქტივობა პირველი-საშინაო დავალების შემოწმება
საშინაო დავალებას ფრონტალური კითხვებით შევამოწმებ
კითხვები:
·       რა არის ნახშირწყალი?
·       რამდენგვარია ნახშირწყალი?
·       რა დანიშნულება აქვს ნახშირწყლებს ორგანიზმისათვის?
2.აქტივობა მეორე-ახალიმასალის წარდგენა
ახალი მასალის წარდგენას მაპროვოცირებელი კითხვებით დავიწყებ
·       რა არის ცხიმი?
·       რომელი ცხიმებია თქვენთვის ცნიბილი?
·       რამდენგვარია ცხიმები?
·       საიდან მიიღება ცხიმი?
·       იხსნება თუ არა ცხიმი წყალში?
მოსწავლეების ნაკარნახევ ყველა ტერმინს დავწერ დაფაზე.ცხიმის წყალში ხსნადობის გასარკვევად მოსწავლეებს დავალაგებ ოთხ ჯგუფად ჩამოურიგებ საექსპერიმენტო მასალას ინსტრუქციით.
საექსპერიმენტო მასალა-სინჯარა, ზეთი, წყალი,პიპეტი.
v ინსტრუქცია:
v სინჯარაში ჩაასხით 10მლ წყალი დაუმატეთ 5მლ ზეთი. სინჯარას დაახურეთ საცობი შეანჯღრიეთ და უპასუხეთ შეკითხვას-გაიხსნა თუ არა ზეთი წყალში?
ცხიმის ენერგეტიკული ფუნქციის გასარკვევად ჩავატარებ მეორე ექსპერიმენტს
თითეულ ჯგუფს დავურიგებ ორ-ორ სინჯარას სარკეს კაკლის ლებნებს და ბრინჯის მარცვლებს.მასალებთან ერთად მივცემ ინსტრუქციას.
v ინსტრუქცია
v ერთ სინჯარაში მოათავსეთ ბრინჯის მარცვლები მეორეში კაკლის ლებანი ორივეს მოუკიდეთ ცეცხლი.
დააკვირდით და უპასუხეთ კითხვას-რომელი უფრო სწრაფად იწვოდა ბრინჯი თუ ლებანი?
მოსწავლეებს ვთხოვ სინჯარას დაახურონ სარკე და დააკვირდნენ რა დაემართება სარკეს.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლები დაასკვნიან რომ ცხიმი წყალში არ იხსნება, აქვს ენერგეტიკული და სამშენებლო ფუნქცია და წვის დროს წარმოქმნის ენდოგენურ წყალს.
3.მოსწავლეთა შეფასება -- განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
4.საშინაო დავალების გაცნობა.

No comments:

Post a Comment