1. ბაღის ფრინველები იმერეთში
2. პროექტის მთავარი იდეაა ის რომ, მოსწავლეები გაეცნობიან იმერეთში გავრცელებული ფრინველების ბიოლოგიურ ნიშან-თვისებებს.
3. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ბუნებაში გავრცელებული ფრინველების ამოცნობა შეფერილობისა და ხმის მიხედვით. გარდა ამისა შეიყვარონ ფრინველები და იზრუნონ მათზე. მოსწავავლეებმა ბუნებაში უნდა ამოიცნონ შემდეგი ფრინველები- გულწითელა, მიმინო, შავი შაშვი, წიწკანა, ნიბლია, შავი წივწივა, გუგული, გვრიტი, მოლაღური, ჩიტბატონა, დიდი წივწივა, მწვანულა, კულუმბური, რუხი ყვავი, ოფოფი, ქალაქის მერცხალი, სოფლის მერცხალი, სახლის ბეღურა, ბოლოცეცხლა, წყალწყალა, ღობემძვრალა, თოხიტარა და ქალაქის მტრედი.
4. პროექტში მონაწილეები შეიძლება იყვნენ ცამეტიდან თექვსმეტი წლის მოსწავლეები.
5. პროექტის ხანგრძლივობაა ორი თვე- აპრილი და მაისი. განხორციელების დღეა- 22 მაისი.
6. მოსალოდნელი შედეგია ის რომ, მოსწავლეები შეძლებენ გარემოში ფრინველების ამოცნობას.
7. პროექტისათვის საჭირო რესურსებია დისკი სადაც ჩაწერილია ფრინველთა ხმები და ილუსტრაციები. ასევე ფრინველთა ფოტოები ბუნებაში გასატანად.
8. ფრინველთა ხმებზე დ აილუსტრაციებზე მეცადინეობა შემდგომ მათი ამოცნობა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე
9. კავშირშია ე.ს.გ -სთან ვინაიდან თემა ფრინველები ისწავლება მე-7 კლასის ბიოლოგიის კურსში.
10. პროექტის ხელმძღვანელი ნინო გურული (მასწავლებელი)
12. www.biomonitoring.moe.gov.ge
No comments:
Post a Comment