proeqtebi
Tuesday, July 19, 2011
ბაღის ფრინველები იმერეთში
1. ბაღის ფრინველები იმერეთში
2. პროექტის მთავარი იდეაა ის რომ, მოსწავლეები გაეცნობიან იმერეთში გავრცელებული ფრინველების ბიოლოგიურ ნიშან-თვისებებს.
3. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ბუნებაში გავრცელებული ფრინველების ამოცნობა შეფერილობისა და ხმის მიხედვით. გარდა ამისა შეიყვარონ ფრინველები და იზრუნონ მათზე. მოსწავავლეებმა ბუნებაში უნდა ამოიცნონ შემდეგი ფრინველები- გულწითელა, მიმინო, შავი შაშვი, წიწკანა, ნიბლია, შავი წივწივა, გუგული, გვრიტი, მოლაღური, ჩიტბატონა, დიდი წივწივა, მწვანულა, კულუმბური, რუხი ყვავი, ოფოფი, ქალაქის მერცხალი, სოფლის მერცხალი, სახლის ბეღურა, ბოლოცეცხლა, წყალწყალა, ღობემძვრალა, თოხიტარა და ქალაქის მტრედი.
4. პროექტში მონაწილეები შეიძლება იყვნენ ცამეტიდან თექვსმეტი წლის მოსწავლეები.
5. პროექტის ხანგრძლივობაა ორი თვე- აპრილი და მაისი. განხორციელების დღეა- 22 მაისი.
6. მოსალოდნელი შედეგია ის რომ, მოსწავლეები შეძლებენ გარემოში ფრინველების ამოცნობას.
7. პროექტისათვის საჭირო რესურსებია დისკი სადაც ჩაწერილია ფრინველთა ხმები და ილუსტრაციები. ასევე ფრინველთა ფოტოები ბუნებაში გასატანად.
8. ფრინველთა ხმებზე დ აილუსტრაციებზე მეცადინეობა შემდგომ მათი ამოცნობა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე
9. კავშირშია ე.ს.გ -სთან ვინაიდან თემა ფრინველები ისწავლება მე-7 კლასის ბიოლოგიის კურსში.
10. პროექტის ხელმძღვანელი ნინო გურული (მასწავლებელი)
12. www.biomonitoring.moe.gov.ge
Sunday, June 19, 2011
გაკვეთილის გეგმა
6
1. გაკვეთილის თემა---ცხიმები და მათი თვისებები. ცხიმების მნიშვნელობა უჯრედისათვის.
2. სწავლების საფეხური და კლასი--მეორე საფეხური მერვე კლასი.
3. გაკვეთილის მიზანი--მოსწავლე ექსპერიმენტებით გაეცნოს ცხიმის ფიზიკურ თვისებებს და მის მნიშვნელობას-უჯრედისათვის
.
4.აქტივობები-საშინაო დავალების შედეგების გაცნობა, ახალი მასალის გაცნობა ექსპერიმენტებით, საშინაო დავალების პირობების გაცნობა.
5.რესურსები-სახელმძღვანელო, ცარცი, დაფა, ექსპერეიმენტისათვის-წყალი, სინჯარა, ზეთი, თაბახის ფურცელი,
თხილისა და კაკლის ლებანი, სარკე.
6.საგაკვეთილო დრო-45წთ.
7.კლასის ორგანისება--ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილებში.
1აქტივობა პირველი-საშინაო დავალების შემოწმება
საშინაო დავალებას ფრონტალური კითხვებით შევამოწმებ
კითხვები:
· რა არის ნახშირწყალი?
· რამდენგვარია ნახშირწყალი?
· რა დანიშნულება აქვს ნახშირწყლებს ორგანიზმისათვის?
2.აქტივობა მეორე-ახალიმასალის წარდგენა
ახალი მასალის წარდგენას მაპროვოცირებელი კითხვებით დავიწყებ
· რა არის ცხიმი?
· რომელი ცხიმებია თქვენთვის ცნიბილი?
· რამდენგვარია ცხიმები?
· საიდან მიიღება ცხიმი?
· იხსნება თუ არა ცხიმი წყალში?
მოსწავლეების ნაკარნახევ ყველა ტერმინს დავწერ დაფაზე.ცხიმის წყალში ხსნადობის გასარკვევად მოსწავლეებს დავალაგებ ოთხ ჯგუფად ჩამოურიგებ საექსპერიმენტო მასალას ინსტრუქციით.
საექსპერიმენტო მასალა-სინჯარა, ზეთი, წყალი,პიპეტი.
v ინსტრუქცია:
v სინჯარაში ჩაასხით 10მლ წყალი დაუმატეთ 5მლ ზეთი. სინჯარას დაახურეთ საცობი შეანჯღრიეთ და უპასუხეთ შეკითხვას-გაიხსნა თუ არა ზეთი წყალში?
ცხიმის ენერგეტიკული ფუნქციის გასარკვევად ჩავატარებ მეორე ექსპერიმენტს
თითეულ ჯგუფს დავურიგებ ორ-ორ სინჯარას სარკეს კაკლის ლებნებს და ბრინჯის მარცვლებს.მასალებთან ერთად მივცემ ინსტრუქციას.
v ინსტრუქცია
v ერთ სინჯარაში მოათავსეთ ბრინჯის მარცვლები მეორეში კაკლის ლებანი ორივეს მოუკიდეთ ცეცხლი.
დააკვირდით და უპასუხეთ კითხვას-რომელი უფრო სწრაფად იწვოდა ბრინჯი თუ ლებანი?
მოსწავლეებს ვთხოვ სინჯარას დაახურონ სარკე და დააკვირდნენ რა დაემართება სარკეს.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლები დაასკვნიან რომ ცხიმი წყალში არ იხსნება, აქვს ენერგეტიკული და სამშენებლო ფუნქცია და წვის დროს წარმოქმნის ენდოგენურ წყალს.
3.მოსწავლეთა შეფასება -- განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
4.საშინაო დავალების გაცნობა.
Subscribe to:
Posts (Atom)